24 წლის ქართველ ფეხბურთელს, ლუკა ლოჩოშვილს თამაში "სან სიროზე" მილანის ინტერის წინააღმდეგ მოუწია მისი გუნდი - კრემონეზე ინტერთან უშანსოდ დამარცხდა 1:3, ქართველ ცენტრალურ მცველს ურიგოდ ნამდვილად არ უთამაშია.
პირველი ტაიმის ერთ ეპიზოდში მან ედინ ჯეკოსთან ორთაბრძოლაში დაზიანებული თავი დაიზიანა მეორე ტაიმი თავშეხვეულმა ითამაშა. ქართველი მცველი 67-ე წუთზე შეცვალეს. WhoScored-მა ლუკას 6.8 შეფასება დაუწერა: მან 1 ორთაბრძოლა მოიგო, 2-ჯერ ჩაჭრა ბურთი, 3-ჯერ სახიფათო ზონიდან გამოიტანა. შეტევაში ლოჩოშვილს ერთი წარმატებული დრიბლინგიც ჰქონდა, მისი 40 პასებიდან 85% ზუსტი იყო. ლოჩოშვილი გახდა მესამე ქართველი ფეხბურთელი, ვინც "სან სიროზე" სერია A-ს ეგიდით ითამაშა კახა კალაძისა და ლევან მჭედლიძის შემდეგ.
კრემონეზეს 4 ტურის შემდეგ ქულა არ აქვს და მონცასთან ერთად ცხრილის ფსკერზეა. 4 სექტემბერს ლუკა და კომპანია სასუოლოს უმასპინძლებს.