უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის ქვეყნის შეიარაღებული ძალები, სპეცსამსახურები, დაზვერვა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ყოველი რუსი სამხედრო აუცილებლად გრძნობდეს უკრაინულ პასუხს ამ საშინელ ტერორზე, რომელიც რუსეთმა უკრაინაში ჩაიტანა.
მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები გაანადგურებენ ოკუპანტების ყველა საწყობს, შტაბსადა აღჭურვილობას. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად, აქტიური საომარი მოქმედებები ფრონტის თითქმის მთელ ხაზზე მიმდინარეობს - სამხრეთით, ხარკოვის ოლქსა და დონბასში.
„რუსეთის სამხედრო სარდლობას დაევალა დონეცკის ოლქის აღება აგვისტოს ბოლომდე. ხვალ უკვე აგვისტოს ბოლოა. დონბასში კი უკრაინის დროშა ფრიალებს და უკრაინელი გმირები არიან," - აღნიშნა ზელენსკიმ.