რუსეთი გმობს ბალტიისპირეთის სამ ქვეყანაში საბჭოთა მემორიალების განადგურებას და ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთს რუსულენოვანი უმცირესობების დევნაში ადანაშაულებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბალტიისპირეთის ამ ქვეყნებს ქსენოფობიაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ისინი თავიანთ ეთნიკურ რუს უმცირესობებს როგორც „მეორე კლასის მოქალაქეებს“ ისე ექცევიან. იხურება რუსულენოვანი მედია, საბავშვო ბაღები და სკოლები. ევროკავშირის ქვეყნები კი რუსი ტურისტებისთვის ვიზების გაცემის შეზღუდვაზეც მსჯელობენ. თუმცა, განსხვავებული პოზიცია აქვთ საფრანგეთსა და გერმანიას . როგორც გერმანიისა და საფრანგეთის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირმა რუს ტურისტებს ბლოკის ტერიტორიაზე შესვლა არ უნდა აუკრძალოს.