რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში ფარული მობილიზაცია წარუმატებელი აღმოჩნდა. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო "ტელეგრამ" არხზე ავრცელებს. უწყების ცნობით, სულ უფრო მეტი რუსი ამბობს უარს კრემლის დიქტატორის იდეებისთვის სიკვდილზე წასვლაზე. დაზვერვის მონაცემებით, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამჟამად დაახლოებით 4500-ი 5000 ,,ბოევიკი“ იმყოფება.