შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. თეა ახვლედიანმა ყურადღება 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების სახელმწიფო პროგრამის და დაკარგულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე გაამახვილა. სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ბედისა და ადგილსამყოფლის დადგენის პროცესი გრძელდება და უფრო გააქტიურდება, რათა მაქსიმალურად მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მოძიება და მათი ოჯახების ხანგრძლივი გაურკვევლობის დასრულება მოხერხდეს.