არაყიშვილის ქუჩაზე, სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დავით კაკულიას ადვოკატის გიორგი ანთაძის განცხადებით ძმები კაკულიები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ და ბრალდება მკვლელობის მცდელობის ნაწილში სრულიად აბსურდულია. ადვოკატის თქმით პროკურატურას ხელჩასაჭიდი არაფერი აქვს გარდა ერთი მოწმისა, რომელსაც ჩაფხუტში შეეძლო ერთ-ერთი ბრალდებულის ამოცნობა. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს მათ მიერ ბრალად შერაცხულ ქმედებას. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა დავით კაკულიამ პოლიციელების მხრიდან მომხდარ უკანონო ქმედებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დაინახა როგორ შემოიტანეს და ჩაუდეს პოლიციელებმა იარაღი. კაკულიას თქმით აღნიშნული ფაქტის თვითმხილველი მის ძმასთან ერთად ბინის მესაკუთრეც იყო, რომელიც ჩხრეკის პროცესს ესწრებოდა.