სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის წესთან დაკავშირებით საპარლამენტო პოლიტიკურ სუბიექტების ნაწილს შორის შეხვედრა გაიმართა. საპარლამენტო ოპოზიციიდან შეხვედრაში „გირჩის“, „მოქალაქეების“, „ევროპელი სოციალისტების“ და პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატები მონაწილეობდნენ.
ოპოზიცია ამბობს რომ მთავარი ომბუდსმენის არჩევის პროცესში ინკლუზიურობა და გამჭირვალეობაა. მმართველი გუნდიდან შეხვედრას მამუკა მდინარაძე და მიხეილ სარჯველაძე ესწრებოდნენ. როგორც ცნობილია, ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ ახალი სახალხო დამცველის დანიშვნასთან დაკავშირებულ საკითხს ეხება.
რეკომენდაციის თანახმად, ახალი სახალხო ომბუდსმენის წარდგენის პროცესში უპირატესობა უნდა მიენიჭოს დამოუკიდებელ პირს და პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს, ასევე უზრუნველყოფილი იყოს ოფისის ეფექტური ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.