რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერბეთის ვიცე-პრემიერის, ზორანა მიხაილოვიჩის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთი არ ცდილობს ბოროტად გამოიყენოს სერბეთთან მეგობრული ურთიერთობა და მათივე თქმით, მიხაილოვიჩი ცუდად ერკვევა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების რეალობაში.
რუსეთის საგარეო უწყებაში ამტკიცებენ, რომ საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე მოსკოვს ბელგრადთან სრული ურთიერთგაგება აქვს.
ცნობისთვის, სერბეთის ვიცე-პრემიერმა ზორანა მიხაილოვიჩიმა განაცხადა, რომ სერგეი ლავროვი ბოროტად იყენებს ბელგრადის უარს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე და ამას ისე წარმოაჩენს, თითქოს სერბეთი მხარს უჭერს რუსეთის უკრაინაში შეჭრას, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.