საქართველოში რუსული ბიზნესების დარეგისტრირების საკითხს პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე აღნიშნულში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. მისი თქმით, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებად მიიჩნევა, რომ მეწარმეებს რეგისტრაციის დროს წესდებაში კონკრეტული საქმიანობის მითითება არ სჭირდებოდეთ.
სარჯველაძის განცხადებით, არც ერთ ინდივიდიალურ მეწარმეს, არც ერთ კორპორაციას წესდებაში საქმიანობის საგნის განსაზღვრა არ მოეთხოვება.