უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 47 550 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის 450 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების კუთვნილი სხვადასხვა სახის აღჭურვილობაც გაანადგურეს.
რუსების საერთო დანაკარგი ასევე მოიცავს: 1954 ტანკს, 4294 ჯავშანმანქანას, 1079 საარტილერიო სისტემას, 282 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 151 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 234 თვითმფრინავს და 204 ვერტმფრენს.