CNN-ი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც რუსეთი ფლობს ირანულ საბრძოლო უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებსაც ისინი, სავარაუდოდ, უკრაინაში გამოიყენებენ.
ტელეკომპანიასთან საუბარში ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსებმა დრონები მიმდინარე თვის დასაწყისში ირანის აეროდრომიდან წაიღეს და აგვისტოს შუა რიცხვებში სატვირთო თვითმფრინავებით რუსეთში გადაიტანეს.
აშშ-ში მიიჩნევენ, რომ რუსეთმა Mohajer-6, Shahed-129 და Shahed-191 ტიპის დრონები ოფიციალურად შეიძინა და, სავარაუდოდ, მათ უკრაინის ომში გამოიყენებს.
CNN-ი განმარტავს, რომ აღნიშნულ უპილოტო საფრენ აპარატს მართვადი საბრძოლო მასალის გადატანა შეუძლია და მათი გამოყენება შესაძლებელია დაზვერვის განხორციელების მიზნითაც.