უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, სევერსკის მიმართულებით მტერმა არტილერიით დაბომბა სუმის ოლქის ობოდის, ნოვოვასილევკასა და მიროპოლსკოეს დასახლებები.
მათივე ცნობით, სლობოჟანსკის მიმართულებით მტერი აგრძელებს საბრძოლო მოქმედებების განხორციელებას, რათა შეინარჩუნოს ადრე ოკუპირებული ტერიტორიები და თავიდან აიცილოს თავდაცვითი ძალების ქვედანაყოფების შეტევა.
გენშაბისვე ცნობით, სლავიანსკის მიმართულებით მტერი ბოგოროდიჩნის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატით საჰაერო დაზვერვის ჩატარებას ცდილობდა, მაგრამ უკრაინელმა დამცველებმა რუსული ძალების საფრენი აპარატი გაანადგურეს.