გიორგი ბეჟანიშვილი კარიერას „ატლანტა ჰოუკსის“ განვითარების ლიგის გუნდში, „კოლეჯ პარკ სკაიჰოუკსში“ გააგრძელებს, – აღნიშნულ ინფორმაციას G ლიგის გუნდი ოფიციალურად ადასტურებს.
გუნდმა ჯასტინ ტილმენი „დენვერ ნაგეტსის“ სარეზერვო გუნდში, „გრანდ რაპიდს გოლდში“ გაუშვა და გიორგი ბეჟანიშვილთან ერთად, ნიკ სტაუსკასი დაიმატა. ამ ორ კალათბურთელთან ერთად „სკაიჰოუკსმა“ G ლიგის 2022 წლის დრაფტზე პირველ რაუნდში არჩევის უფლება მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი კალათბურთელი ბოლოს კანადის ელიტურ ლიგაში თამაშობდა, სადაც მისი ყოფილი გუნდი „გუელფ ნაითჰოუკსი“ პლეი-ოფის მეოთხედფინალიდან გამოვარდა.