პაკისტანის მინისტრი დაგეგმარების საკითხებში, აჰსან იკბალი აცხადებს, რომ წინასწარი შეფასებით, ქვეყანას დამანგრეველმა წყალდიდობამ მინიმუმ 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ზიანი მიაყენა.
ამასთან, მისი თქმით, ქვეყანას სურსათის სერიოზული დეფიციტი ელოდება. მანამდე, პაკისტანის მინისტრმა კლიმატის საკითხებში განაცხადა, რომ ქვეყნის მესამედი წყლითაა დაფარული.
ცნობისათვის, პაკისტანში მუსონური წვიმებით გამოწვეულ უპრეცედენტო წყალდიდობას მინიმუმ 1 136 ადამიანი ემსხვერპლა.
ძლიერმა წვიმამ გაანადგურა გზები, ნათესები, სახლები, ხიდები და სხვა ინფრასტრუქტურა.