მთაწმინდის რაიონის გამგეობა შემოერთებულ ტერიტორიებზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს აქტიურად ახორციელებს. ამ ეტაპზე, ტაბახმელაში ახალი რეკრეაციული სივრცე 5 000 კვ მ. ფართობზე მოეწყო.
პროექტის შედეგად, ტერიტორიაზე ბავშვთა გასართობი ზონები, სპორტული მოედანი, ტრენაჟორები, მოსასვენებელი პავილიონები განთავსდა. ასევე, მოეწყო LED განათების და სარწყავი სისტემა.
სკვერში დაიდგა საპარკე ინფრასტრუქტურაც.