საქართველოში იმპორტირებული მედიკამენტების 20%-ზე მეტი რეექსპორტზე გადის - სად ვყიდით სამკურნალო საშუალებებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში 234 მილიონ 207 ათასი დოლარის ღირებულების დაფასოებული სამკურნალო საშუალებების იმპორტი განხორციელდა, საიდანაც 47 მილიონ 597 ათასი დოლარის რეექსპორტზე გავიტანეთ. რაც შეეხებს ქვეყნებს, წელს საქართველომ წამლები მსოფლიოს 26 ქვეყანაში „გადაყიდა", მათ შორის, ყველაზე დიდი რაოდენობით უზბეკეთში - 28 მილიონ 790 ათასი დოლარის ღირებულების.