მიხეილ სააკაშვილს მდგომარეობის შესასწავლად საქართველოში 2 უცხოელი ექსპერტი იმყოფება. არსებული ინფორმაციით, ისინი რამდენიმე დღეში დადებენ საბოლოო დასკვნას, რომელიც ცენტრ ემპათიის ექსპერტიზასთან გაერთიანდება. ოჯახის წევრებსა და მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებს აქვთ მოლოდინი, რომ საბოლოო დასკვნის საფუძველზე მთავარ კითხვებს გაეცემა პასუხი, არის თუ არა სააკაშვილი მძიმე ავადმყოფი და უშლის თუ არა მისი ავადმყოფობა ხელს სასჯელის მოხდაში.