პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის - გიორგი მსხილაძის თქმით ფარული მოსმენა-მიყურადების შესახებ კანონთან დაკავშირებით შეთანხმება უნდა შედგეს და ვეტოს დაძლევასა და ხმების რაოდენობაზე არ უნდა იყოს საუბარი.
როგორც მსხილაძემ „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებზე საუბრისას აღნიშნა, ქვეყნის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებები და ეს ზღვარი არ უნდა დაიკარგოს.
მსხილაძის თქმით, პრეზიდენტმა ვეტოს უფლება სწორედ ამიტომ გამოიყენა.