ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, მიმდინარე კვირაში დაგეგმილ შეხვედრაზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ერთხმად დაუჭირონ მხარი რუსეთის ყველა მოქალაქისთვის სავიზო აკრძალვის დაწესებას.
მისი თქმით, საჭიროა მოხდეს ისეთი გზის განხილვა, რომლის საშუალებითაც ვიზებს რუსების ნაწილი მიიღებს, თუმცა, არა ოლიგარქები.
"უფრო შერჩევითი უნდა ვიყოთ, მაგრამ მე არ ვარ ყველა რუსისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის მომხრე”, - განაცხადა ბორელმა.