ავტორიტეტულმა საკრივო გამოცემა The Ring-მა მსოფლიოს საუკეთესო მოკრივეთა ტრადიციული რეიტინგი განაახლა, რომელიც ყველა წონითი კატეგორიის მებრძოლებით კომპლექტდება.
ენტონი ჯოშუას დამარცხების შემდეგ, სუპერმძიმე წონაში WBA-ს, WBO-სა და IBF-ის ტიტულების მფლობელი ოლექსანდრ უსიკი პრესტიჟულ რეიტინგს სათავეში ჩაუდგა. უკრაინელმა პირველი პოზიცია უმჩატეს წონაში საჩემპიონო ქამრების მფლობელ ნაოია ინუეს წაართვა. მესამე ადგილს კი ამერიკელი ტერენს კროუფორდი იკავებს.