პრემიერ ლიგის მე-4 ტურში ერთმანეთს "ლივერპული" და "ბორნმუთი" დაუპირისპირდნენ, ლივერპულელებმა მეტოქე 9:0 დაამარცხეს.
შეხვედრაში დუბლი შეასრულეს რობერტო ფირმინომ და ლუის დიაშმა, ასევე თავი გამოიჩინეს ჰარვი ელიოტმა, ტრენტ ალექსანდერ არნოლდმა, ვირჯილ ვან დეიკმა, და ფაბიო კარვალიომ.
ეს მატჩი მერსისაიდელების მთავარი მწვრთნელისთვის პირადი რეკორდია – იურგენ კლოპმა კარიერის განმავლობაში ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა მოიგო.
ინგლისის ჩემპიონატის ოთხი ტურის შემდეგ „ლივერპულს“ მხოლოდ 5 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მერვე პოზიციაზე იმყოფება. გუნდი მომდევნო მატჩს 31 აგვისტოს, "ნიუკასლი" წინააღმდეგ გამართავს, "ბორნმუთი" კი იმავე დღეს "ვულვზს" გაეჯიბრება.