ამერიკელი სამედიცინო ექსპერტი "ვივამედის” კლინიკაში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა.
არსებული ინფორმაციით, უახლოეს საათებში საქართველოში ასევე ჩამოვა შვეიცარიელი ექსპერტი, მომდევნო დღეებში კი ქვეყანაში კიდევ ორ ამერიკელ სამედიცინო ექსპერტს ელოდებიან. უცხოელი სამედიცინო ექსპერტები კლინიკა „ვივა მედში“ მიხეილ სააკაშვილს მოინახულებენ და საქართველოში სულ მცირე 3 დღით დარჩებიან.
ამასთან, უახლოეს დღეებში მათ დაგეგმილი აქვთ შეხვედრა ცენტრ „ემპათიის“ წარმომადგენლებთან და სააკაშვილის ოჯახის წევრებთან. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ორ სამედიცინო ექსპერტზე უწყებას თანხმობა გაცემული აქვს.