უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებით, რუსეთს ოკუპირებულ ყირიმში მძიმე სამხედრო ტექნიკა გადააქვს. მათივე ცნობით, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილება ყირიმის ხიდთან დააფიქსირეს.
კერძოდ, თვითმხილველების განცხადებით, კოლონა შედგება T-72 და T-80 ტანკებისგან; თვითმავალ საარტილერიო დანადგარებისგან, ქვეითთა საბრძოლო მანქანებისგან, სატვირთო მანქანებისგან, საწვავის ავზებსა და საინჟინრო სპეცტექნიკისგან.