ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ჯამურმა რაოდენობამ 600 მილიონს მიაღწია. მსოფლიოში ვირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე 6,48 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. იმ ქვეყნებს შორის, სადაც ინფიცირებულთა რიცხვმა 20 მილიონს გადააჭარბა აშშ, ინდოეთი, ბრაზილია, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია და სამხრეთ კორეა შედიან. პორტალ Worldometers-ის მიხედვით, საერთო ჯამში კორონავირუსის 6.4 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.