თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოდესის ოლქის პორტები უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქტებით დატვირთულმა კიდევ სამმა გემმა დატოვა.
სამინისტროს განმარტებით, უკრაინის პორტებში მარცვლეულის გადაზიდვაზე მუშაობა ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის კონტროლის ქვეშ გრძელდება.
ცნობისთვის, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინა, გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე 30-ზე მეტმა დატოვა, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქტებით იყო დატვირთული.
უკრაინის პორტების ბლოკირებამ მსოფლიოში სასურსათო პროდუქტების ფასების ზრდა გამოიწვია.