ვფიქრობ, ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაცია თავად კომისიის მიერაა გადასახედი, კომისია იძლევა შენიშვნას. ამ დროს შინაარსში არავინ ცდილობს, შევიდეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ყურადღებაა გასამახვილებელი იმაზე, თუ როგორ გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის მოსაზრება Twitter-ზე, სადაც საუბარია, თუ როგორ აფასებს ვენეციის კომისია ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონპროექტს.
მითითებულია ბმული, რომელზეც გადასვლის შემდეგ კი საუბარია სხვა, საერთო სასამართლოების შესახებ კანონზე.