ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის თაობაზე თითქოს "სამართლიანი არჩევნები" რევოლუციურ პროცესში მონაწილეობდა, ფაქტების არასწორ ინტერპრეტაციას უწოდებს. მისი განცხადებით, "ისფედმა" ხმების დათვლის პროცესში დაშვებული შეცდომა დადასტურებისთანავე საჯაროდ აღიარა. "ისფედს" ამერიკის საელჩოს სრული ნდობა აქვს.