პოლიტიკა, სოციალური საკითხები, სამართალი, ეკონომიკა - ჩვენ ვეძებთ არა სკანდალურ თემებს, არამედ სწორ პასუხებს, ყველა იმ შეკითხვაზე, რომელიც თქვენ გაწუხებთ და გაინტერესებთ!.
ქვეყანაში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესები გადაცემაში "პოლიტიკური სივრცე"
დღის ყველაზე მთავარი თემის ბლიცანალიზი
კვირის მთავარი პოლიტიკური მოვლენა, კვირის მთავარი პოლიტიკური ფიგურა, ოფიციალური პასუხები მთავარ კითხვებზე არაოფიციალურ გარემოში, ქვეყნის მთავარი ქალაქი ქართული პოლიტიკის ეპიცენტრი - გადაცემაში "პოლიტ-ქალაქი"
აქტუალური და მწვავე თემები, პირდაპირი და კრიტიკული კითხვები, ქართული და მსოფლიო პოლიტიკა. მთავარი მოვლენების შეფასება, ანალიზი - პოლიტიკური დღის "რეზიუმე"
მრავალფეროვანი აუდიტორიის ინტერესებს მორგებული გადაცემა დღის ინფორმაციულად და ენერგიულად დაწყებისათვის.ეკონომიკური და ბიზნეს, ასევე კულტურული და სპორტული სიახლეები, ამინდის პროგნოზი, პრესის მიმოხილვა, რჩევები ჯანსაღი ცხოვრებისა და მოდის ტენდენციების, ჯანმრთელობისადა სილამაზის, ბავშვისა და ოჯახის მოვლის, კულინარიისა დასაოჯახო მენიუს, ტექნიკისა და მისი მოხმარების, ბაღისა დაოთახის მცენარეების, ასევე ცხოველების მოვლის შესახებ.
მიმდინარე სიახლეები და ანალიტიკური ინფორმაცია ეკონომიკისა და ბიზნესის სიახლეებით დაინტერესებული მაყურებლისათვის.მაღალკვალიფიციური ექსპერტები და სფეროს წამყვანი სპეციალისტები აქტუალურ საკითხებზე, წარმატებული ბიზნესკომპანიების წარდგენა და პოპულარიზაცია.გადაცემა პარალელურად გადის „რადიო პალიტრის“ ეთერშიც.
ეს არის გადაცემა, სადაც მაყურებელს შესაძლებლობა აქვსგაეცნოს ოპერატიულ და ობიექტურ ინფორმაციას ქვეყანასადა მსოფლიოში განვითარებულ ბიზნეს და ეკონომიკურ მოვლენებზე. მოისმინოს ანალიტიკური განხილვები სხვადასხვააქტუალურ საკითხზე, კერძო თუ საჯარო სექტორის წარმომადგენელ კომპეტენტურ სტუმრებთან ერთად.
10 წუთიანი კოლაჟური გადაცემა.ეკონომიკური სიახლეები და ანალიზი, ანალიტიკა,საკანონმდებლო რეგულაციები, დასაქმების ბაზარი, საინვესტიციოგარემო, მიკრო და მაკრო ეკონომიკის სტატისტიკური მონაცემები.
პოლიტიკოსები პოლიტიკის მიღმა.ის, რაზეც ჯერ არ უსაუბრიათ, რა სწყინთ, რაზე ბრაზდებიან,როგორ ატარებენ თავისუფალ დროს.შეცდომები, წარმატება და წარუმატებლობა.პოლიტიკოსების გულახდილი პასუხები და გულწრფელი ემოციები
ფართო საზოგადოების კარგად ცნობილ ღვაწლმოსილ ადამიანებთან ინტერვიუს არასტანდარტული ფორმატი, მოქნილი,დინამიური და მაქსიმალურად რესპოდენტის გულწრფელობაზე ორიენტირებული საუბარი.რესპოდენტი ბლიცის ფორმატში იღებს კითხვას და ცდილობსისე დაასრულოს ფრაზა, როგორც მისთვის კომფორტული დასაინტერესო იქნება.გულახდილი, ცხოვრებისეული კითხვები, რომელიც რესპოდენტს საშუალებას აძლევს გაიხსნას და მაქსიმალურად ღიადისაუბროს ამა თუ იმ მისთვის მნიშვნელოვან, მტკივნეულ თუსასიამოვნო დეტალებზე.თემები შეეხება ბავშვობას, ადრეულ წლებს, მოგონებებს,შეცდომებს, სინანულს, სიხარულს და სხვა ცხოვრებუსეულ დაადამიანურ განცდებს.როგორც წესი, ინტერვიუში მაყურებლისთვის მეტად საინტერესოდ წარმოჩინდება რესპოდენტის პროფილი.
თითოეული გადაცემა ეთმობა საზოგადობისათვის ნაკლებადცნობილ ადამიანებს, რომელთა საქმიანობა და პროფესიონალიზმი იმსახურებს საზოგადოების ყურადღებას.გადაცემის მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ საყვარელი საქმის თუ პროფესიისადმი ერთგულება და თავდადებული შრომა გვეხმარება, რომ ვიყოთ თვითრეალიზებული,უკეთ შევიცნოთ საკუთარი თავი და უბრალოდ გავხდეთ უფროადამიანური.გადაცემა სრულიად თავისუფალია ჟურნალისტის საკვნძოტექსტისგან და რესპოდენტი თავად არის თავისი ამბისმთხრობელი, რაც მეტად ბუნებრივს და ემოციურს ხდის გადაცემას.
უახლესი ინფორმაცია და სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და სილამაზის აუცილებელ და პოპულარულ საკითხებზეფართო აუდიტორიისათვის.სიუჟეტების თემატიკა: რეპორტაჟი საოპერაციოდან, სიახლემედიცინაში, სეზონური პრობლემა, ერთი პაციენტის ისტორია.გადაცემის მეორე ნაწილი ეთმობა სტუმრად მოწვეულ ექიმს.გადაცემაში ასევე განიხილება ჟურნალ „მკურნალის“ თვისნომერი.
შემეცნებითი და პრაქტიკული გადაცემა ყველაფერზე, რაც უნდა იცოდეთ! საოჯახო-საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ექსტერიერი, ინტერიერი,ფლორა, ფაუნა, ეტიკეტი, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ესთეტიკა,ჯანმრთელობა და უამრავი სხვა.გადაცემამ მაყურებელს უნდა შეუქმნას მკაფიო წარმოდგენათემის მნიშვნელობაზე და პასუხი გასცეს ყველა შესაძლო შეკითხვას.მაყურებელი შეიტყობს მისთვის აქამდე უცნობ სიახლეებს.ისწავლის როგორ უნდა მოუაროს სხვადასხვა ნივთებს, რა უპირატესობა ან ნაკლოვანება შეიძლება გააჩნდეთ მათ და სხვ.
ეს არის შემეცნებითი გადაცემა კინოზე, რომელიც განკუთვნილია კინომოყვარულებისა და ფართო საზოგადოებისთვის.გადაცემა მოიცავს სხვადასხვა ჟანრის ფილმების დეტალურგანხილვას. მაყურებელს ვუყვებით კინოგადაღების ისეთი ნიუანსების შესახებ, რომლებიც ზოგჯერ შეუმჩნეველი რჩება.თითოეულ გადაცემაში მოცემულია ერთი კონკრეტული ფილმის დეტალური განხილვა. გადაცემის მიზანია მაყურებელიშევახედოთ შიდა სამზარეულოში და მოვუყვეთ როგორ გაჩნდაფილმის გადაღების იდეა, როგორ დაიწერა სცენარი, როგორშეირჩა მსახიობები და სხვ.ვაჩვენებთ თუ რა ხდებოდა გადასაღებ მოედანზე და სხვა საინტერესო დეტალებს.
შემეცნებითი გადაცემა სხვადასხვა საგნის დროში მოგზაურობას ასახავს, მისი შექმნის საწყისებიდან დღევანდელ დღემდე.ამა თუ იმ ნივთის ისტორია განსხვავებულ კულტურაში საინტერესო ტრანსფორმაციას განიცდის და ხშირად ეროვნულიიდენტობის ნაწილიც კი ხდება.დრო, როგორც წესი მნიშნელოვანი ფაქტორია, რადგან ტექნოლოგიური პროგრესი სხვადასხვა გავლენას ახდენს მოცემულდროში ფუნქციურად მნიშვნელოვან ნივთზე, რომელიც ზოგჯერ სრულიად კარგავს მნიშვნელობას ან ფორმას იცვლის.ნივთების ევოლუციის გზა იმავდროულად კაცობრიობის განვითარების პროცესთანაც იკვეთება.მომდევნო გადაცემები შეიძლება მომზადდეს ისეთ საგნებზეროგორებიც არის: მობილური ტელეფონი, ტელევიზორი, საათი, მინა, ვიდეო აპარატი, ვიოლინო, თიხა, ჭადრაკი, საყურე,წიგნი, და ა.შ.
გადაცემის მიზანია ფართო საზოგადოებას წარუდგინოს ცნობილი მსოფლიო ბრენდების ისტორიები, მათი შექმნისა დაგანვითარების მნიშვნელოვანი ეტაპები და წარმატების მაგალითები.ერთი მხრივ, თითოეული მეგა ბრენდის ისტორია არის საინტერესო მისი მომხმარებლებისთვისა და ფართო საზოგადოებისთვის, ხოლო მეორე მხრივ, ბიზნეს სამყაროს წარმომადგენლებისთვის, ვინც ფლობს საკუთარ ბიზნესს ან ფიქრობსშექმნას ახალი, რისთვისაც ძალიან სასარგებლოა წარმატებული ბრენდების გამოცდილების გაზიარება.
აღმოაჩინეთ მსოფლიო ჩვენთან ერთად, ისტორიული ქალაქები თავისი განუმეორებელი ენერგეტიკით, ისტორია, ცხოვრების სტილით. გაეცანით ულამაზეს ქალაქებს, რათა კიდევ უფრო მოგინდეთ მათი მონახულება.გადაცემა დროსა და სივრცეში გვამოგზაურებთ, მოგვიყვებით იდუმალებით მოცულ და საინტერესო ისტორიებს ევროპის სხვადასხა კუთხეზე, შეგვახედებთ ყველაზე დაფარულ და საინტერესო ადგილებში.ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ევროპაც სავსეა გამაოგნებელი და საინტერესო ქალაქებით, უნიკალური არქიტექტურითა და გრძელი, ვიწრო ქუჩებით, რაც ნებისმიერ ადგილს კიდევ უფრო მეტ იდუმალებასა და ამავდროულად სილამაზეს სძენს.
მოგზაურობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ახალი კერძების დაგემოვნებაა, რომელიც ყოველთვის გვემახსოვრება შთამბეჭდავი გემოთი და არომატით. ჩვენი გადაცემის საშუალებით გემრიელი, ტრადიციული და მომაჯადოვებელი კულინარიული შედევრების ისტორიას შეიტყობთ.
გადაცემის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ცხოველების, ფრინველების, ასევე ბუნებრივი მოვლენების შესაებ, რომელსაც ჩვენ სამყაროში ვხვდებით. რომელია ყველაზე დიდი, იშვიათი, უცნაური გარეგნობის ცხოველი ან ფრინველი, როგორ ეგუებიან გარემო პირობებს და როგორ ნადირობენ - გაიცანით მრავალფეროვანი სამყარო
ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო სიახლეები ქართული და უცხოური სპორტის შესახებ.PalitraNews-ი გთავაზობთ ახალ ამბებს როგორც უცხოეთში,ასევე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა სპორტულიღონისძიებებიდან, ასევე გაგაცნობთ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს და მოგითხრობთ საერთაშორისო არენაზექართველი სპორტსმენების წარმატებების შესახებ.ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, წყალბურთი, ჩემპიონატები,ახალი ამბების მიმოხილვა. ოპერატიული ინფორმაცია, სპორტის მოყვარულთათვის და არა მხოლოდ მათთვის.
დღის მთავარი ინტერნეტსიახლეები, საინტერესო ფაქტები, მოვლენები, ინტერნეტგმირები, სოციალური ქსელების გამოხმაურებები, უცნაური ამბები და ყველაფერი ის, რაც ინტერნეტსივრცეში პოპურულია.
ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე სიახლეები კულტურის სფეროდან
სიახლეები ავტო სამყაროდან!