ხარკოვის მერ იგორ ტერეხოვის განცხადებით რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი ხარკოვი დღეს კიდევ ერთხელ დაბომბეს. მათივე ცნობით, დარტყმა ქალაქის სამ რაიონზე განხორციელდა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლი და ერთი ადამიანი დაშავდა. ამასთან, რაკეტები ინფრასტრუქტურულ ობიექტსაც მოხვდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ცნობისთვის, ხარკოვში დღეს გლოვის დღეა გამოცხადებული. 17 აგვისტოს, ხარკოვის სალტოვსკის რაიონში, რუსული ძალების მიერ სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 17 კი, მათ შორის, 11 წლის ბავშვი, დაშავდა. გარდა ამისა, 18 აგვისტოს, დილით რუსებმა ქალაქ ბელგოროდიდან ხარკოვის მიმართულებით 8 რაკეტა გაუშვეს. დაზიანდა შენობები, ინფრასტრუქტურული ობიექტები, გაჩნდა ხანძარი.