ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, თბილისის საკრებულოში კამპანიის ,,წარმატებული სპორტსმენები საკრებულოში“ ფარგლებში საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების და ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელი პირების მიღება გაიმართა. საქართველოს ქალთა ნაკრები ინდოეთის ქალაქ ჩენაიში დასრულებულ 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორია. ნაკრებმა პირველობა უკრაინელ მოჭადრაკეებთან გაინაწილა და დამატებითი მაჩვენებლით მეორე ადგილი დაიკავა.აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა, 2008 წლის ოლიმპიადის შემდეგ, საუკეთესო შედეგი აჩვენა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მეცხრედ მოიპოვა მედალი საჭადრაკო ოლიმპიადაზე.2022 წლის მსოფლიო 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე წარმატებული ასპარეზობისთვის საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებს ნანა ძაგნიძეს, ნინო ბაციაშვილს, ლელა ჯავახიშვილს, სალომე მელიას და მერი არაბიძეს, ასევე ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გუნდის კაპიტანს დავით ჯოჯუას და ფედერაციის პრეზიდენტს გია გიორგაძეს სიგელები გადაეცათ.