„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდმა, ლებრონ ჯეიმსმა თავის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ შეთანხმებას მიაღწია.
ამერიკული მედიასაშუალებების ინფორმაციით, 37 წლის კალათბურთელის მიმდინარე ერთწლიან ხელშეკრულებას კიდევ ორი წელი დაემატება. აღნიშნული კონტრაქტის თანახმად, ლებრონ ჯეიმსი სულ მცირე 97 მილიონ დოლარს მიიღებს. გარდა ამისა, ლებრონს 2024 წელს კონტრაქტის გახანგრძლივება კიდევ ერთი წლით შეეძლება.
ამრიგად, ლებრონ ჯეიმსს კარიერის განმავლობაში მიღებული ჯამურად ხელფასი 532 მილიონ დოლარს გაუტოლდება, რაც NBA-ის ისტორიაში რეკორდული ციფრი იქნება.
შეგახსენებთ, ლებრონ ჯეიმსი „ლეიკერსში“ 2018 წელს გადავიდა. 2020 წელს ის კალიფორნიულ კლუბთან ერთად NBA-ის ჩემპიონი გახდა.