იტალიის სერია ა-ს ახალ სეზონში ხვიჩა კვარაცხელია შესანიშნავი დებიუტი შედგა. „ნაპოლის“ ქართველმა ახალწვეულმა „ვერონასთან“ მატჩში მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, რითაც 37-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, მოგვიანებით კი საგოლე გადაცემაც მიითვალა.
იტალიური და ევროპული პრესა ქართველის შესანიშნავ დებიუტს გამოეხმაურა, ხოლო ცნობილმა საფეხბურთო გვერდმა, Whoscored-მა სერია ა-ს პირველი ტურის საუკეთესო თერთმეტეულში დაასახელა და კვარაცხელიას 7,7 ქულა დაუწერა. კვარაცხელიასთან ერთად, სიმბოლურ გუნდში “ნაპოლის“ კიდევ ერთი ფეხბურთელი, ირვინ ლოსანო მოხვდა, რომელმაც 7,6 ქულა დაიმსახურა.
საუკეთესო შეფასება „იუვენტუსის“ წარმომადგენელმა, დუშან ვლახოვიჩმა მიიღო (8,3 ქულა), რომელმაც „საუსოლოსთან“ მატჩში დუბლი შეასრულა.
კვარაცხელია და „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატის მომდევნო ტურში 21 აგვისტოს „მონცას“ უმასპინძლებენ და ხვიჩასთვის ეს შეხვედრა ნეაპოლის საშინაო არენაზე პირველი ოფიციალური მატჩი იქნება.