პოლონეთში, სოფელ რაშინში მიმდინარე ევროპის 17-წლამდე ძალოსნების ჩემპიონატზე ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა ლევან ოჩიგავამ ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა. 73-კგ კატეგორიაში მოასპარეზე ოჩიგავამ ატაცში 132 კილოგრამი აწია და პირველი ოქროს მედალი დაისაკუთრა. აკვრაში ლევანმა 159 კგ დააფიქსირა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ორჭიდის ჯამში კი ახალგაზრდა ქართველმა 291 კილოგრამი დააგროვა და ისევ ოქროს მედალს დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ სპორტსმენთან ერთად, ჩემპიონისთვის განკუთვნილი მედლით საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზურაბ ანთაურიც დაჯილდოვდა.