მსოფლიო ვარსკვლავების უმეტესობა ყოველთვის იდეალურად გამოიყურება, თუმცა მათი ახალგაზრდობის საიდუმლო მხოლოდ ძვირადღირებულ პლასტიკურ ოპერაციებში არ იმალება. არაერთი ვარსკვლავი ამტკიცებს, რომ ჯანსაღი კვებითა და ფიზიკური დატვირთვით შესაძლებელია ჯანმრთელობისა და იდეალური ფიზიკური ფორმის შენარჩუნება. ამის არაჩვეულებრივი მაგალითი ჯენიფერ ლოპესია.
გიზიარებთ ჯეილოს სილამაზისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების 5 საიდუმლოს:
იდეალური კანის საიდუმლო მხოლოდ გენეტიკაში არ იმალება. როგორც ჯეილო ჟურნალ People-თან ინტერვიუში ამბობს, ძილის წინ აუცილებლად იშორებს მაკიაჟს (კოსმეტიკური საშუალებებით დაძინება სახეს აზიანებს და ხელს უწყობს ნაოჭების წარმოქმნას). გარდა ამისა, მისი თქმით, უამრავ ღამის კრემს იყენებს, რათა კანი სრულყოფილად დაიტენიანოს. ასევე ჯეილო გიჟდება სახის ზეთებზე, რომლებიც სახის კანსსიმკვრივესა და ელასტიურობას ანიჭებს.
მიუხედავად იმისა, რომ მზე D ვიტამინის საუკეთესო წყაროა, მისგან თავის დაცვა მაინც გვჭირდება. როგორც ჯეილო ამბობს, მზისგან დამცავი კრემი მისი დღის რუტინის შეუცვლელი პროდუქტია. თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც ურჩევნია, რომ თავი ჩრდილს შეაფაროს და მზის პირდაპირ სხივებს მოერიდოს.
ჯენიფერ ლოპესი უკვე წლებია ფანების გულს იპყრობს არა მხოლოდ სიმღერით, არამედ ენერგიული ცეკვითაც. გარდა იმისა, რომ ჯეილო ფიტნესითაა გატაცებული, მისი მთავარი ფიზიკური დატვირთვა მაინც ცეკვაზე მოდის. ის ჟურნალ People-თან ინტერვიუში ამბობს: „არავისთვისაა საიდუმლო, რომ ცეკვა მიყვარს. ამას ვარჯიშად არც კი ვთვლი“.
ჯენიფერ ლოპესი ბუნებრივი და ცოცხალი პროდუქტების მოყვარულია, რადგან დარწმუნებულია, რომ ჯანსაღი კვება არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო, არამედ კანისა და მთლიანად სხეულისთვის ძალიან კარგია. ჟურნალ Hello-სთან საუბრისას ლოპესი აღნიშნავს, რომ რესტორნებში ვახშმობის დროსაც კი ისეთ კერძებს ირჩევს, რომლებიც მისი ცხოვრების სტილს შეესაბამება. მაგალითად: სალათები, ბოსტნეული, თევზი.
ჯანსაღი კვების მოყვარული ლოპესი თავისი რაციონიდან სრულად გამორიცხავს ალკოჰოლსა და კოფეინს: „არ ვსვამ ალკოჰოლს, არ ვეწევი, არც კოფეინს ვიღებ. ეს ყველაფერი ასაკის მატებასთან ერთად ნამდვილად ანადგურებს კანს,“ - ამბობს ის.
თუკი ჯეილოს ცხოვრების სტილსა და რეჟიმს გავითვალისწინებთ, მას განტვირთვა და დასვენება ნამდვილად დასჭირდება. ჯეილო ინტერვიუებში ხშირად საუბრობს მედიტაციის დადებით მხარეებზე: „თვითგამხნევება ძალიან მნიშვნელოვანია. მე ახალგაზრდა და მარადიული ვარ - ამას საკუთარ თავს დღეში რამდენჯერმე ვეუბნები. ერთი შეხედვით, ბანალურ სისულელედ ჟღერს, მაგრამ ასე არაა, ასაკი მხოლოდ ჩვენს გონებაშია,“ - ამბობს ჯენიფერი
18 ივლისს 20 წლის შემდეგ ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი დაქორწინდნენ. ცნობილი წყვილმა ქორწინების ცერმონია ლას-ვეგასში გამართა.
თავდაპირველად ქორწინების მოწმობიდან გაირკვა, რომ ლოპესი ქმრის გვარზე გადავიდა და ოფიციალურ საბუთებში ჯენიფერ აფლეკი დარეგისტრირდა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ ამდენი წლის შემდეგ ჯენიფერი ბენს კიდევ უფრო კარგ ფორმაში დახვდა, რისთვისაც ამ წლების განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობდა.
მსახიობებმა ერთმანეთი 2002 წელს, ფილმ Gigli-ს გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. იმავე წელს წყვილი დაინიშნა, 2004 წელს ლოპესი და აფლეკი დაშორდნენ. თითქმის 20 წლის შემდეგ, 2021 წელს წყვილმა ურთიერთობა განაახლა, ისინი ერთად ვენეციის კინოფესტივალზე გამოჩნდნენ. 2022 წლის აპრილში ლოპესმა დაადასტურა, რომ კვლავ დანიშნულია.