ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად ცოტა დრო რჩება. 12 პუნქტზე მუშაობა საკანონმდებლო ორგანოში აქტიურად მიმდინარეობს. უკვე შექმნილია თემატური ჯგუფები ისეთ საკითხებზე, როგორებიც არის მართლმსაჯულების სისტემა, გენდერი, დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია და საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება. მუშაობა ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება, თუმცა ოპოზიციის ნაწილი შეხვედრებს ისევ არ ესწრება. მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ 12 პუნქტიან გეგმაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.