იტალიური სამზარეულოს მრავალფეროვნება მისი რეგიონული სამზარეულოების მრავალფეროვნების შედეგია. ჩრდილოეთში ძირითდად მესაქონლეობას მისდევდნენ, ამიტომ მათი სამზარეულოს ტრადიციული კერძები ხორცისგან და რძის პროდუქტებიგან მზადდება. სამხრეთში ბევრი ხილი და ბოსტნეული მოჰყავთ ფერმერებს, აქედან გამომდინარე, იქაური სამზარეულო მდიდარია სალათებით, სოუსებითა და რიზოტოს სხვადასხვა სახეობებით. რაც შეეხება ყველასთვის საყვარელ პასტას, მისი წარმოშობის საკითხი ჯერ კიდევ სადავოა. არსებობს მოსაზრება, რომ ცომის ნაწარმის მდუღარეში მოხარშვის იდეა ჩინელებს ეკუთვნით და მარკო პოლომ თავისი ხანგრძლივი მოგზაურობიდან დაბრუნებულმა ჩამოიტანა პასტის რეცეპტი იტალიაში. თუმცა პასტა ისეთი სახით, როგორიც დღეს არის, რა თქმა უნდა, მხოლოდ იტალიელთა დამსახურებაა. სწორედ იტალიელებმა მოიგონეს პასტის სხვადასხვა სახეობა და ფორმა, მათ შეაზავეს ის ყველით, პომიდვრითა და უამრავი სხვა სოუსით. ასე რომ პასტა - ჭეშმარიტად იტალიური კერძია.
მაკარონის პირველი წერილობითი ხსენება ჯერ კიდევ მე-V საუკუნით თარიღდება და აღწერს გამომშრალ მოსახარშ საჭმელს , რომელიც დიდ მანძილზე სატარებლად იყო მოსახერხებელი . ზოგ ისტორიკოსს მიაჩნია, რომ მაკარონი ევროპაში შემოიტანა ჩრდილოეთ აფრიკულმა ბერბერის ტომმა სიცილიის კუნძულის დაპყრობისას. XII საუკუნეში მუჰამად ალ-იდრისის სიცილიელების ტრადიციების აღწერის მიხედვით თხელი და გრხელი მაკარონის დამზადება სავარაუდოდ სიცილიაში დაიწყეს დაახლოებით მე-XII საუკუნეში .
იტალიის მთელ ტერიტორიაზე სპაგეტის გავრცელება დაიწყო XIX საუკუნეში, როდესაც მაკარონის პირველი ქარხნები ამუშავდა. XIX საუკუნის ბოლოსთვის სპაგეტი უკვე რესტორნებშიც მზადდებოდა „იტალიური სპაგეტის“ სახელით ტომატის სოუსითა და ბოსტნეულით. ორეგანოს და სხვა მწვანილის დამატება მოგვიანებით დაიწყო.
სპაგეტი უდავოდ პასტის ყველაზე გავრცელებული სახეობაა მსოფლიოში. ეს გრძელი და თხელი მაკარონი ხშირად გამოიყენება როგორც ძირითადი კერძი. ის შეუდარებელია პომიდვრის სხვადასხვა სოუსებთან და ხორცთან ერთად.
ბაფთა "Farfalle" იტალიურად პეპელას ნიშნავს და პასტასაც მისი ფორმა აქვს. ის არაჩვეულებრივია ნებისმიერ სოუსსა თუ მსუბუქ სალათთან ერთად და ამასთან საკმაოდ მადისამღძრელად გამოიყურება .
კალამარი (Calamari). მისი ფორმა და სახელწოდება ჩვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობი ზღვის დელიკატესის - კალმარის მსგავსია. მას ძირითადად ბოსტნეულთან, სოუსებთან და თევზთან ერთად მიირთმევენ.
ლაზანია (Lasagne) სხვებთან შედარებით გაცილებით დიდი ზომისაა. ის ბრტყელი, მართკუთხა ფორმისაა. მომზადებისას, როგორც წესი რამოდენიმე ნაჭერს იყენებენ და ავსებენ მას სხვადასხვა გემრიელი გულსართით, როგორიცაა კვერცხი, ხორცი და ბოსტნეული.
კანელონი (Cannelloni) სქელი, ნახვრეტიანი მილებია, რომელთა დიამეტრი 1.5-2 სმ-ია. მას აცხობენ ღუმელში პომიდვრის სოუსით და მიირთმევენ ყველთან, ისპანახთან ან ხორცთან ერთად.
პენე (Penne) კიდევ ერთი ფართოდ გავრცელებული მაკარონის სახეობაა.
იტალიურად "Penne" კალამს ნიშნავს. მას ირიბად წაკვეთილი მილის ფორმა აქვს. პენეს ძირითადად სალათებსა და ტაფამწვარებისათვის იყენებენ.
აღსანიშნავია ,რომ მარცვლეულისგან დამზადებული სპაგეტი ძალიან კალორიულია. ეს არის რთული ნახშირწყლების კარგი წყარო, სპაგეტის ერთი პორცია შეიცავს 2 გრამ ბოჭკოს.
მსოფლიოში ყველაზე დიდი სპაგეტის თეფშის რეკორდი დაამყარა რესტორანმა „Bucca di Beppo“ კალიფორნიაში 2010 წელს -როდესაც საცურაო აუზი აავსეს სპაგეტის 6251 კილოგრამით.