ომბუდსმენი პარლამენტსა და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, ახალი სახალხო დამცველის შერჩევისას - პროცესის გამჭირვალეობის პრინციპები დაიცვან. ნინო ლომჯარია განმარტავს, რომ საჭიროა ქვეყანაში მაღალი რეპუტაციის კანდიდატი შეირჩეს. ასევე შედგეს კონსულტაციები შესაბამის მხარეებთან. მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში გასდის. სახალხო დამცველის არჩევას კვალიფიციური უმრავლესობა - 90 ხმა სჭირდება.