ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, სამომხმარებლო სესხების ვადიანობა იცვლება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„სამომხარებლო დაკრედიტების შენელებისათვის გადავწყვიტეთ გამოვიყენოთ მაკროპრუდენციული ინსტრუმენტები. კერძოდ, ეს ინსტრუმენტია სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის 4-დან 3 წლამდე შემცირება,“- აღნიშნა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება ძალაში 15 აგვისტოდან შევა და 1 წლის ვადით იმოქმედებს.