ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნადარბაზევის ტბასთან ჩასული მოქალაქეთა ნაწილი უდიერად ეპყრობა მზესუმზირებს, აზიანებს პლანტაციას და აზარალებს მეპატრონეს. "პალიტრავიდეოსთან" ინტერვიუში თემურ ფსუტური ამას უარყოფს და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღის განმავლობაში მის პლანტაციებს უამრავი ადამიანი სტუმრობს, "მზესუმზირებს თვალისჩინივით უფრთხილდებიან".
"მართალია ძალიან ბევრი მნახველია, შორიდან ვუყურებ ხოლმე, მათ ხომ არ იციან ვინ ვარ. ერთმანეთს აკონტროლებენ რომ არ გააფუჭონ. ბავშვებმა შეიძლება რაღაც მოგლიჯონ, მაგრამ მნიშვნელოვანი არაფერი,“ - ამბობს თემურ ფსუტური.