კანის სოკო - გაიგეთ რატომ არის ზაფხულში ეს დერმატოლოგიურ პრობლემა ყველაზე აქტიური - Palitra News

კანის სოკო - გაიგეთ რატომ არის ზაფხულში ეს დერმატოლოგიურ პრობლემა ყველაზე აქტიური

2022-07-27 14:30:22+04:00

გავრცელებულ დერმატოლოგიულ პრობლემებს შორის კანის სოკოვანი დაავადებები ერთ-ერთ ყველაზე ხშირ პათოლოგიას წარმოადგენს. სოკოვან ინფექციას წლის ნებისმიერ დროს შეხვდებით. თუმცა, სოკოს განსაკუთრებით უყვარს სითბო და ნესტი.

ყველა სოკო, რომელიც კანის დაავადებას იწვევს, ზაფხულობით განსაკუთრებით კარგად გრძნობს თავს. ამ პერიოდში ადამიანი ოფლიანობს, საქართველოში კი არ არსებობს სეზონური ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის კულტურა, ადამიანების უმეტესობა მთელ ზაფხულს დახურული ან სპორტული ფეხსაცმლით ატარებს. სწორედ ეს გახლავთ მაგალითად, ტერფის მიკოზის ფართო გავრცელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.