CNN-ის ინფორმაციით, ტეხასის შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023 წლის გაზაფხულის სემესტრიდან ახალი კურსი დაემატება, სახელწოდებით "ჰარი სტაილსი და ცნობილი ადამიანების კულტი იდენტობა, ინტერნეტი და ევროპული პოპკულტურა".
როგორც ცნობილია კურსი შეეხება როგორც ჰარი სტაილსის შემოქმედებასა და ევროპულ პოპკულტურას, ისე "გენდერის, სექსუალობის, რასის, კლასის, გლობალიზაციის, მოდის, ინტერნეტისა საკითხებს.
28 წლის ჰარი სტაილსი ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობია. მუსიკალური კარიერა დაიწყო 2010 წელს, როგორც ბრიტანული მუსიკალური კონკურსის The X Factor-ის კონკურსანტი. თავდაპირველი მარცხის შემდეგ, ის ბოიბენდ One Direction-ის წევრი გახდა, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ბოიბენდი იყო.
2020 წელს დასახელდა როლინგ სტოუნის „ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომში“. მეოთხე სინგლი, „Watermelon Sugar“, აშშ-ს ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოხვდა.
კარიერის განმავლობაში, სტაილზმა მრავალი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის ორი Brit Awards, Grammy Award, Ivor Novello Award და American Music Award. გარდა მუსიკისა, ის ასევე ცნობილია გამორჩეული სტილით და პირველი მამაკაცია, ვინც მარტო გამოჩნდა ჟურნალ ვოგის გარეკანზე. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე “ვოგის” ყდაზე მხოლოდ ქალები და ის მამაკაცები იბეჭდებოდნენ, რომლებიც მათ გვერდით იყვნენ, სწორედ ამიტომ ჯგუფ One Direction-ის ყოფილი სოლისტი პირველია, ვისაც ეს პატივი ხვდა წილად.