ოკუპანტებმა უკრაინის სამხრეთზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც დაზიანდა კერძო სახლები და პორტის ინფრასტრუქტურა. ავიაიერიშები ოდესის ოლქში, შავი ზღვის სანაპიროსთან არსებულ დასახლებულ პუნქტებზე მოხდა. ამ დროისათვის ადგილზე მაშველები მუშაობენ, დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
დროებით ოკუპირებულ დონეცკში გასული ღამის განმავლობაში რამდენიმე აფეთქება მოხდა. დაიწვა ნავთობის საცავი, რის შედეგადაც ცეცხლი ბუდენოვსკის რეგიონს მოედო.
რუსულმა ძალებმა ბახმუტის სამხრეთით გარკვეულ წინსვლას მიაღწიეს, თუმცა ომის შემსწავლელი ინსტიტუტისთვის გაურკვეველია შეძლებენ თუ არა ოკუპანტები ამ მიღწევების ეფექტურად გამოყენებას ქალაქის სრული კონტროლისთვის.
ამავე ინსტიტუტის ინფორმაციით, რუსული ძალები ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევისთვის ემზადებიან.