ბიზნესმენი დავით ხიდაშელი "ვითიბი ბანკ ჯორჯიას" შესაძლო შეძენის შესახებ ინფორმაციაზე პირველ კომენტარს აკეთებს - Palitra News

ბიზნესმენი დავით ხიდაშელი "ვითიბი ბანკ ჯორჯიას" შესაძლო შეძენის შესახებ ინფორმაციაზე პირველ კომენტარს აკეთებს

2022-07-25 16:57:24+04:00

ბიზნესმენი დავით ხიდაშელი „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ შესაძლო შეძენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე პირველ კომენტარს აკეთებს.

კითხვაზე, თუ რამდენად შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია მის მიერ „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ შესაძლო შესყიდვის შესახებ, ხიდაშელი პირდაპირი პასუხისგან თავს იკავებს, თუმცა, ერთი მხრივ აღნიშნავს, რომ საქართველოში 47 პროექტი აქვს დაგეგმილი და ყველა მათგანს ბოლომდე მიიყვანს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ ხიდაშელი განმარტავს, პოლიტიკაში არც ამჟამად მონაწილეობს და რაიმე სახით მონაწილეობას არც მომავალში გეგმავს და მის მიმართ „ჩირქის მოცხების უსაფუძვლო მცდელობებს აქვს ადგილი“.

ხიდაშელის განცხადებით, ის ცდილობს დაეხმაროს საქართველოს საზღვრების აღდგენა-გასწორებაში.