"თელასი" მიმდინარე წლის პირველი ნახევრის ოპერაციულ მაჩვენებლებს აქვეყნებს. როგორც ირკვევა, 2022 წლის პირველ ნახევარში კომპანიის მიერ განაწილებული ელექტროენერგიის მაჩვენებელი 8,9% აღემატება 2021 წლის ამავე პერიოდში განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას.
ინფორმაციის მიხედვით აღნიშნული მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა. თელასში ამბობენ, რომ მიმდინარე წელს მომხმარებელთა სია 22 ათას 700 აბონენტით გაიზარდა.