გიორგი სანებლიძემ მისთვის სასურველი საქმის კეთება, 4 წლის წინ დაიწყო. საყვარელი საქმის კეთება კი, მალე საქმიანობაში გადაიზარდა, ასე შეიქმნა 2018 წელს ქართული ბრენდი სახელწოდებით "იკანი“, რომელიც ქალისა და მამაკაცის სამკაულებით არის წარმოდგენილი.სინქრონი
სამკაულების დამზადებისთვის "იკანი“ უმაღლესი ხარისხის ვერცხლს იყენებს. კომპანიაში ამბობენ, რომ სწორედ მაღალი ხარისხი იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც იკანმა მომხმარებლების დიდი ნაწილის დაინტერესება, მცირე დროში შეძლო
მაღალი ხარისხის გარდა, "იკანი" გამორჩეული იმითაც არის, რომ ბრენდის სამკაულების დიზაინი განსხვავებულია. თითოელი დეტალი ხელით არის გაკეთებული, რაც უფრო მეტ ორიგინალურობას სძენს სამკაულებს.
სახლში გახსნილი სახელოსნო ჯერ საწარმოდ, შემდეგ კი უკვე წარამეტებულ ბრენდად გადაიქცა - ამ გზის გასავლელად კი "იკანს" ბევრი დაბრკოლებების გადალახვა მოუწია, მით უფრო იმ ფონზე, როცა საწარმოს შექმნისთვის ფინანსური რესურსი, მინიმალური ოდენობის იყო
მას შემდეგ, რაც "იკანის“ სამკაულებით დაინტერესება მომხმარებლებში სულ უფრო მზარდი გახდა, კომპანიის დღის წესრიგში დადგა საქართველოს ფარგლებს გაცდენა. ქართული ბრენდი "იკანი" ამჟამად ამსტერდამშია წარმოდგენილი, თუმცა, "იკანის" მაღაზიის გახსნა ასევე ნიუ-იურკში იგეგმება.
დღეს ბრენდი "იკანი“ თბილისში ერთი მაღაზიით არის წარმოდგენილი, თუმცა, კომპანია, ახლო მომავალში გაფართოებას გეგმავს
მიუხედავად იმისა, რომ საექსპორტო პოტენციალის ათვისება, საკმაო გამოწვევებთან არის დაკავშირებული, "იკანის" დამფუძნებელი ამბობს, რომ კომპანია ორიენტირებული ექსპორტზეა, რადგან კომპანიას, ევროპის ბაზარზე სამკაულების რეალიზაცია, 3 -ჯერ უფრო მაღალ ფასად შეუძლია, ქართულ ბაზართან შედარებით.
"იკანის“ სამომავლო გეგმები მასშტაბურია. კომპანიაში იციან, რომ ქართული ბრენდის, მსოფლიო ბრენდად გადაქცევისთვის, მუდმივი განვითარება და სწორად დასახული მიზანია საჭირო. მიზნის მიღწევაში კი, იკანის დამფუძნებელს, უფრო მეტ მოტივაციას ჰმატებს ერთი პატარა წარწერა, დიდი მნიშვნელობით - made in Georgia.