სანდრო მამუკელაშვილი NBA-ს საზაფხულო ლიგის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა - Palitra News

სანდრო მამუკელაშვილი NBA-ს საზაფხულო ლიგის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა

2022-07-20 10:16:16+04:00

NBA-ს საზაფხულო ლიგის სიმბოლურ ნაკრებში ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი მოხვდა. მამუკელაშვილი, რომელმაც ვისკონსინელთა მაისურით ბრწყინვალედ იასპარეზა პირველ სიმბოლურ გუნდში დასახელდა. სანდრო „მილუოკის“ საზაფხულო გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე იყო და საშუალოდ 17 ქულას, 8.8 მოხსნასა და 2.4 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. მან საუკეთესო მატჩი ბოსტონთან ჩაატარა, რომლის წინააღმდეგ 28 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა, მინესოტასთან კი ორმაგი დუბლით გამოირჩა 18 ქულა 15 მოხსნა.

ამ აღიარების შემდეგ მილუოქი ბაქსის საზაფხულო გუნდის ქართველ ლიდერზე ცნობილმა უცხოურმა გამოცემამ The athletic-მა სტატია გამოაქვეყნა. „ევრობასკეტით ეგიდით გამართული მაღალი დონის მატჩებში მონაწილეობის მიღება მამუკელაშვილისთვის სასარგებლო იქნება და საინტერესო იქნება იმის ნახვა საქართველოს ნაკრებში რა როლი ექნება, რადგან ამაზე ბევრი რამაა დამოკიდებული“, - წერს ცნობილი გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის პირველ შეხვედრას 1-ელ სექტემბერს გამართავს და ბელგიას დაუპირისპირდება.