ნაპოლეონი - ქართველი ისტორიკოსის , მეცნიერისა და მთარგმნელის , ივანე მენთეშაშვილის დოკუმენტური პროზაა. ავტორი წიგნზე ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა და ის ეყრდნობოდა ისეთი ცნობილი ისტორიკოსებისა და მკვლევრების ნაშრომებს როგორებიც არიან , ალბერტ ვან დალი , ევგენი ტარლე , ჰამილტონ უილიამსი , ჟან ტულარი და სხვები.
წიგნში მოცემულია საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერის ნაპოლეონ ბონაპარტის ცხოვრება. ნაპოლეონი 1769 წლის 15 აგვისტოს კუნძულ კორსიკაზე დაიბადა. განათლება საფრანგეთში , პარიზის სამხედრო სკოლაში მიიღო და გახდა არტილერიის ოფიცერი.სახელი საფრანგეთის რევოლუციის დროს მოიხვეჭა, როდესაც წარმატებით უხელმძღვანელა სადამსჯელო ოპერაციებს აჯანყებულთა წინააღმდეგ. 1799 წელს ნაპოლეონმა მიაღწია საფრანგეთის პირველ კუნსულობას, ხოლო ხუთი წლის შემდეგ გახდა საფრანგეთის პირველი იმპერატორი.ნაპოლეონის პოლიტიკურ მოღვაწეობაში მრავალი წარმატების მიუხედავად , დიდმა მმართველმა 1812 წელს, რუსეთის კამპანია კრახით დაასრულა. 1813 წლის ოქტომბერში, ლაიფციგთან ანტიფრანგულმა კოალიციამ ნაპოლეონის ჯარები დაამარცხა, რასაც მოყვა მისი პირველი გადადგომა 1814 წლის აპრილში. იგი გადასახლებულ იქნა ხმელთაშუა ზღვის პატარა კუნძულ ელბაზე. 1815 წლის მარტში ის დაბრუნდა საფრანგეთში და აღადგინა კონტროლი ხელისუფლებაზე, თუმცა მან ამჯერად ხელისუფლება მხოლოლ ასი დღით შეინარჩუნა. 1815 წლის 18 ივნისს ვატერლოოსთან იგი საბოლოოდ დამარცხდა და გადასახლებულ იქნა ატლანტის ოკეანის სამხრეთის შორეულ წმინდა ელენეს კუნძულზე, სადაც იგი ექვსი წლის შემდეგ, 1821 წლის 5 მაისს, გარდაიცვალა.
ივანე მენთეშაშვილი ავტორია 12 მონგრაფიის და 35 სამეცნიერო სტატიის და 13 წიგნის, რომლებიც გამოქვეყნებულია როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მისი სამეცნიერო კვლევის თემატიკა მოიცავს დასავლეთის ქვეყნების ახალ და უახლეს ისტორიას, კერძოდ, ინგლის-რუსეთის დაპირისპირებას და მეტოქეობას კავკასიაში გაბატონების გამო, ინგლისის ოსტ-ინდოეთის კომპანიის ბატონობას ინდოსტანის ნახევარკუნძულზე, ინგლისის კოლონიურ პოლიტიკას, ინგლისის ისტორიის "ოქროს ხანას", ფოლკლენდის კუნძულების ომს, ნაპოლეონის ეპოქის სხვადასხვა საკითხს, საფრანგეთის დიდ რევოლუციას. მას მონაწილეობა მიღებული აქვს ნაპოლეონის საერთაშორისო საზოგადოების ექვს კონგრესში.
წიგნი ქართულ ენაზე 2016 წელს პალიტრა ელის სერიაში 50 პერსონა გამოიცა და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.ი