საბერძნეტი არაერთი მსოფლიოს მინშვნელობის ისტორიული ძეგლის სამშობლოა. ბუნების სილამაზითა და გასაოცარი კულტურით საბერძნეთი ევროპის მასშტაბით მოწინავეა მნახველების რაოდენობით.
კუნძულებისა და სანაპიროების მომაჯადოებელი სილამაზის გარდა, ამ ერთერთ უძველეს ქვეყანას, უამრავი ისტორიული და არქიტექტურული სანახაობა აქვს. მათგან ყველაზე ცნობილი, საბერძნეთის სიმბოლოდ აღიარებული, გასაოცარი ათენის აკროპოლისია.
ათენის აკროპოლისი მსოფლიოს ერთერთი ყველაზე ცნობილი უძველესი არქეოლოგიური ძეგლია. იგი თანამედროვე ათენის ცენტრში აღმართულ საშუალო სიმაღლის ბორცვზე მდებარეობს. ბორცვი დასავლეთის გარდა, ყველა მხრიდან კლდოვანი და ციცაბოა, თუმცა აქვს ვცრელი, თითქმის ბრტყელი მწვერვალი. 3300 წელზე მეტია, რაც აკროპოლისის მწვერვალს საფორთიპიკაციო კედლები ამაგრებს. პირველი ასეთი ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-13 საუკუნეში აშენდა და იმდროის მიკენური ხანის მმართველების რეზიდენციას წარმოაგდენდა. ძვ.წ. მე-8 საუკუნეში ათენმა თანდათან რელიგიური ხასიათი შეიძინა, ქალაქის მფარველი ქალღმერთის, ათენას კულტის დამკვიდრებით. აკროპოლისის განვითარებამ პიკს მიაღწია არქაულ პერიოდში. მე-5 საუკუნეში სპარსელებზე გამარჯვებით გაძლიერებულმა ათენელებმა დიდი სახელმწიფო მოღვაწის პერიკლეს ხელმძღვანელობით ამბიციური სამშენებლო პროექტი წამოიწყეს, რომელიც მოიცავდა უამრავ ძეგლს, მათ შორის დღემდე შემორჩენილ პართენონს, ერეხთეონს, პროპილაიას და ათენასა და ნიკეს ტაძარს. ძეგლებზე იმ დროის ისეთი ცნობილი არქიტექტორები მუშაობდნენ, როგორებიცაა იქტინოსი, კალიკრატე, მნესიკლე და მოქანდაკებიი - ფიდიასი, ალკამენესი, აგორაკრიტოსი. მათ კლდოვანი ბორცვი აქციეს უნიკალურ კომპლექსად, სადაც საუკუნეების განმავლობაში არა მხოლოდ საბერძნეთის, არამედ მსოფლიოს კულტურის მთავარ ღირებულებებს ეყრებოდა საფუძველი. აქ გაჩნდა კლასიკური ბერძნული აზროვნება, დემოკრატია, ფილოსოფია, თეატრი, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება, რაც თანამედროვე სამყაროში ინტელექტუალურ და სულიერ საფუძველს ქმნის.საუკუნეების განმავლობაში აკროპილისს ბევრი ფუნქცია ჰქონდა: იყო მეფეთა სასახლე, ციტადელი, ღმერთების მითიური სახლი, რელიგიური ცენტრი და ახლა უკვე ტურისტული სანახაობა. გაუძლო ასევე ბევრ რამეს: აოხრებას, დაბომბვას, მიწისძვრებსა და ვანდალიზმს, მაგრამ იგი მაინც გვევლინება საბრძნეთის მდიდარი ისტორიის მთავარ მოწმედ.