ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით კოვიდ დადებითობის მაჩვენებელი პიკს სავარაუდოდ შემოდგომაზე მიაღწევს. ცერცვაძის თქმით ისევე როგორც მთელს მსოფლიოში შემთვევების მატება ჩვენს ქვეყანაშიც იქნება მოსალოდნელი, თუმცა ზომიერ ფარგლებში. მიუხედავად იმისა, რომ გასულ ორ კვირასთან შედარებით საქართველოში კოვიდ შემთხვევებმა იმატა და დღეს კოვიდ ინფიცირების 600 შემთხევევა დაფიქსირდა, გარდაცვალების შემთხევების რაოდენობა ფაქტობრივად ნულოვან ნიშნულზეა. როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი აცხადებს დადებითობის შემთხვევების მინიმალური რაოდენობისთვის ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება და სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარებაა საჭირო.