ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკომისია მუშაობს იმისთვის რომ უკრაინას ომის მოგებაში დაეხმაროს. ლაიენის თქმით, უკრაინის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით ზაფხულის შემდეგ, მაღალი დონის კონფერენციას მოიწვევენ.